00:45 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-02 13:06:46, 2657 ნახვა

მსოფლიო
ჰონგ-კონგის პარლამენტში შეჭრილი დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა

ჰონგ-კონგში რამდენიმე კვირიანი საპროტესტო აქციები, მასობრივ არეულობაში გადაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორაციით, დემონსტრანტები, რომლებიც ექსტრადიციის ახალი კანონის წინააღმდეგ გამოდიან, პარლამენტის შენობაში რამდენიმე საათის განმავლობაში შეჭრას ცდილობდნენ. მათ შენობის ფასადი დააზიანეს, დაამტვრიეს შუშის კარი და პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში შეიჭრნენ. 

მედიის ცნობით, პარლამენტში შეჭრის შემდეგ დემონსტრანტებმა შენობის შიგნით კედლებზე საპროტესტო ლოზუნგები დატოვეს, გარდა ამისა დააზიანეს ავეჯი და სხდომათა დარბაზში ის დროშა გამოფინეს, რომელიც ბრიტანეთის კოლონიად ყოფნის დროს გამოიყენებოდა.

დაკავებულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

 

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics