20:45 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-01 17:33:16, 1402 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - გადადგომა იყო პრინციპული გადაწყვეტილება და ამაში გუნდი დავარწმუნე

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გადადგომის გადაწყვეტილება მან თვითონ მიიღო და თავისი გუნდი ამაში დაარწმუნა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტის დროს მომხდარ ყველა ქმედებაზე თვითონ იყო პასუხისმგებელი.

„იმაზე რაც მოხდა 20 ივნისს საქართველოს პრეზიდენტში, ამაზე დეტალური განმარტების გაკეთებაც შემიძლია. იყო სხვადასხვა ნიუანსი, თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა - ფაქტი არის ერთი : როდესაც პარლამენტში მოხდა ის რაც მოხდა, პარლამენტის თავმჯდომარე არის პასუხისმგებელი სრულად. რაც მოხდა პარლამენტის შენობაში, ვგულისხმობ რუსი დეპუტატის ჯდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ეს იყო მძიმე მოვლენა და, რა თქმა უნდა, საბოლოო პასუხისმგებლობა მიდის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ზუსტად ამის გათვალისწინებით მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე და ეს იყო ჩემთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად უნდა მიმეღო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება - უარი არცერთხელ არ მითქვამს, როდესაც კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები ითხოვდნენ ამას, ამაზე გავაკეთე აბსოლიტურად ბუნებრივი რეაქცია. რაც შეეხება ჩემს პოზიციას - იმავე დღეს მე მქონდა მყარი პოზიცია, რომელიც შევთავაზე ჩვენს გუნდს. აქ იყო ორი ნიუანსი - ერთი, რომ ვიყავი სხვა ქვეყანაში და იქ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების გახმოვანება არ არის სწორი და მეორე ნიუანსი იყო ის, რომ შემომთავაზეს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მსჯელობა. შესაბამისად, შევწყვიტე ვიზიტი, უახლოესი რეისით დავბრუნდი საქართველოში, შედგა მსჯელობა,მე წარვადგინეთ ჩემი ინიციატივა და ჩემი პოზიცია და საბოლოო ჯამში, დავტოვე თანამდებობა. პირველ  რიგში, რა თქმა უნდა, ინიციატივა შევათანხმე პარტიის თავმჯდომარესთან“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics