|
2019-07-01 13:17:07, 1032 ნახვა
საზოგადოება
ბათუმში სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება
6 ივლისს ბათუმში, ახალ სპორტის სასახლეში, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციის ეგიდით, სუმოს ევროპის საერთაშორისო ღია ტურნირი KOKKAI OPEN CUP 2019 გაიმართება. აღნიშნულ ტურნირზე მოწვეულია ყველა ის ქვეყანა, რომელსაც აქვს სუმოს აქტიური ფედერაცია. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ პოლონეთის, უნგრეთის, უკრაინის, რუსეთის, აზერბაიჯანის, ინდოეთისა და იტალიის სუმოს ფედერაციები, ასევე ქართველი სპორტსმენები. განსაკუთრებულად აღსანიშნავი და მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საერთაშორისო სუმოს ფედერაციისგან გვაქვს შემოთავაზება, მომავალ წელს, საქართველო ჩაჯდეს სარეიტინგო სიაში, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ყოველ წელს, ევროპის მასშტაბით, ყველა აქტიური სპორტსმენი ჩამოვა საქართველოს სარეიტინგო ტურნირზე, ხოლო 2021 წელს დაგეგმილი სუმოს ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, ჩატარდება საქართველოში. საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია ევროპიდან პირველი სუმოისტია, რომელმაც იაპონიაში 12 წელი იასპარეზა და სუმოს ელიტაში ღირსეული ადგილი დაიკავა. მას მთელი იაპონია და ევროპა საასპარეზო სახელით KOKKAI - თი იცნობს, რაც თავის მხრივ ითარგმნება, როგორც შავი ზღვა. სწორედ ამიტომ სიმბოლურია, რომ ტურნირი იმართება ბათუმში, რა კიდევ უფრო ამაღლებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. 6 ივლისს ტურნირი დილის 10:00 საათზე დაიწყება და საღამოს 19:00 საათამდე გასტანს.
(NS)
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)