|
2019-06-30 15:24:52, 1225 ნახვა
საზოგადოება
11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზად არის
მთელი საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქის 23 საგამოცდო ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად და აბიტურიენტთა მისაღებად მზად არის. აპლიკანტთა დიდი რაოდენობის გამო დამატებით ორი ცენტრი გაიხსნა ხულოსა და ბათუმში. წელს საგამოცდო სექტორები გაგრილების სისტემითაა აღჭურვილი. ცენტრებთან გამოცდების პერიოდში მუდმივად იქნება მობილიზებული სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. პროცესის მიმდინარეობას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე მუხიანში, 175-ე სკოლაში გაეცნო. „სამზადისი თითქმის დასრულებულია. 23-ვე ცენტრში ბოლო დეტალები ზუსტდება. რამდენიმე საათში გვექნება ყველა ცენტრში გენერალური რეპეტიცია. ყველაფერი გაიტესტება ზუსტად ისე, როგორც უნდა იყოს ხვალ. რეპეტიციის შემდეგ უკვე შეიძლება ითქვას, რომ მზად ვიქნებით აბიტურიენტების მისაღებად. ვთხოვ აბიტურიენტებს, არ დაიგვიანონ რეგისტრაციაზე. თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ცენტრის ცხელ ხაზს“, – განაცხადა ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძემ. პირველ ივლისს, ეროვნული გამოცდების პირველ დღეს, აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერენ ტესტს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 12000-მდე კანდიდატმა გაიარა. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩაბარების სურვილი 4600-მდე სტუდენტმა გამოთქვა. მასწავლებლის კომპეტენციას 31500-მდე აპლიკანტი დაადასტურებს.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)