|
2015-07-03 15:26:17, 685 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: ვცდილობთ, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად სცდილობენ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესი მინიმალურად მტკივნეული იყოს. მისივე თქმით, მოქალაქეებთან საზოგადოებრივი ურთიერთობის დეპარტამენტები მაქსიმალურ კომუნიკაციას ამყარებენ და სცდილობენ, მათ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცენ. "ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან ინტენსიური მუშაობა. საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტმა ფაქტობრივად ნახევარი სამინისტრო გარდაქმნა ქოლ ცენტრად იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვემსახუროთ და კითხვებზე გაეცეს პასუხები. მოქალაქეებს, ფაქტობრივად, მთელი ჩვენი სამინისტრო ემსახურება. ბანკებთან შედგა შეთანხმება, რომ განვადებები იქნას ფართოდ გამოყენებული და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საბანკო ასოციაციას, ვინაიდან მიიღეს ეს წინადადება და დღეს ამასთან დაკავშირებით ბრიფინგია დაგეგმილი ჩვენს სამინისტროში. გრაფიკს მივყვებით ჩვეულებრივად,ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის ჩვენი საერთაშორისო ვალდებულება.ჩვენ ვცდილობთ, რომ მინიმალურად მტკივნეული გავხადოთ ეს პროცესი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ცნობისთვის, საქართველო ციფრულ მიწისზედა ტელემაუწყებლობაზე 1 ივლისს გადავიდა. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა მოსახლეობის იმ კატეგორიას ეხება, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით ე.წ სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს. საზოგადოების ამ ნაწილს ციფრულ ფორმატში ღია სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა - სეტ-ტოპ-ბოქსი დასჭირდება. სეტ-ტოპ-ბოქსი უერთდება ძველ ტელევიზორებსაც. ულტრათანამედროვე ტელევიზორებს ციფრული სიგნალის მისაღებად სპეციალური მოწყობილობა უკვე ჩამონტაჟებული აქვს. მოსახლეობის ის ნაწილი კი, რომელიც მაუწყებლობის ტრანზიტის (საკაბელო ოპერატორის) მომსახურებით სარგებლობს, ან თანამგზავრულ მაუწყებლობას სპეციალური მოწყობილობების საშუალებით იღებს რეფორმა არ ეხება და მათ სეტ-ტოპ-ბოქსი არ დაჭირდება თუ მათ ტელემაუწყებლობის ღია ეთერით მიღება არ ენდომებათ. სახელმწიფომ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სეტ-ტოპ-ბოქსები უკვე შეიძინა და ყველა სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა აქვს მინიჭებული, მის კუთვნილ სეტ-ტოპ-ბოქს რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, „საქართველოს ფოსტის“ შესაბამის სერვის ცენტრში პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მიიღებს. მოსახლეობის იმ ნაწილმა კი, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენით იღებს და არ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა კატეგორიას და ასევე, არ აქვს DVB-T2 სტანდარტის სიგნალის მიმღები ტელევიზორი სეტ-ტოპ-ბოქსი უნდა შეიძინოს, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)