|
2019-06-28 16:27:11, 1714 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: გახარია პასუხისმგებლობას არ გაურბის - მისი გადადგომა არ იგეგმება
„გიორგი გახარია არ გაურბის პასუხისმგებლობას,“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, პასუხისმგებლობის საკითხს გამოძიება დაადგენს. მისივე ინფორმაციით, გახარიას გადადგომა არ იგეგმება. „მე ვიცი, რომ გახარიას გადადგომა არ იგეგმება და არც არავის გადადგომა არ იგეგმება. მე ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში თუ ვინმეს აწყობს გახარიას გადადგომა, თუ ვინმეს აწყობს მთავრობის გადადგომა და გადაგდება, ეს არიან ის ძალები, რომლებმაც ის პროტესტი, რომელიც თქვენ გქონდათ, მე მქონდა, რომ აღმოჩნდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. დღეს ჩვენს ქვეყანაში ანთია, არ მინდა, რომ ვთქვა დიდი მეთქი, მაგრამ ცეცხლი, რომელზეც თქვენ ამბობთ, ახალგაზრდები აპროტესტებენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)