|
2019-06-26 19:54:43, 2307 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს საბანკო სექტორი დღესდღეობით არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს, - ამის შესახებ ბანკირებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით. როგორც „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც არსებულ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. „ასევე განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივალთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა - საგარანტიო სქემის უახლოეს მომავალში ამუშავებაზე. „ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში არსებული სიძნელეები დაძლეული იქნება", - აღნიშნა მან.
(NS)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)