|
2019-06-26 16:30:46, 1449 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას პირველი კვარტლის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე განახლდა საპარკე ინფრასტრუქტურა - დამონტაჟდა ახალი ურბანული ავეჯი, მოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, განათებისა და სარწყავი სისტემები, ასევე, ფეხით სავალი ბილიკები. გარდა ამისა, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დასასვენებელი სივრცე გამწვანდა - დაირგო ყვავილები, ხეები, ბალახი კი ინოვაციური მეთოდის გამოყენებით - ჰიდროთესვის პრინციპით დაითესა. აღნიშნული მეთოდით ბალახი სპეციალური მანქანით ითესება. ნიადაგს ესხურება თესლის, სასუქებისა და დამხმარე ნივთიერებებისგან შედგენილი ნარევი, რაც მისი ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. „ვაჟა-ფშაველას I კვარტალში დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დავასრულეთ. მოსახლეობა უკვე აქტიურად იყენებს სკვერს, რაც ძალიან სასიხარულოა. ტერიტორია გამწვანებულია, დაირგო მცენარეები, ბალახი, დამონტაჟდა არასტანდარტული და კომფორტული საპარკე სკამები, მოეწყო განსხვავებული საბავშვო გასართობი მოედანი. ამ სკვერის გარდა, ინფრასტრუქტურის განახლებას სხვადასხვა მისამართზე განვაგრძობთ. მიმდინარე წელს დასასვენებელი სივრცე სულ 20 მისამართზე განახლდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ. სკვერის განახლების სამუშაოები ვაკის გამგეობის დაკვეთით, შპს „ინტერტექნოლოგმა“ განახორციელა.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)