|
2019-06-26 15:15:59, 1319 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს
თბილისის მერიის დაკვეთით, დედაქალაქის მასშტაბით, აეროფოტო და 3D რუკის შესაქმნელად საჰაერო გადაღებები მიმდინარეობს. ფრენებს ტენდერში გამარჯვებული ებრაული კომპანია Offek-ი საფრენი აპარატით (თვითმფრინავი) - Cessna 172 ახორციელებს. ფრენების ნებართვა 5 ივლისამდეა გაცემული. ფრენების მარშრუტი საჰაერო ნავიგაციის სააგენტოსთან და თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარ არის შეთანხმებული. აღნიშნული ფრენების შედეგად, თბილისის მუნიციპალიტეტს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და 3D რუკის მოდელი ექნება, რაც რიგ სამსახურებს (არქიტექტურა, ურბანული, ქონების მართვა, ზედამხედველობა, ტრანსპორტი, გარემოს დაცვა) საშუალებას მისცემს, თავიანთი ყოველდღიური საქმიანობა უფრო ეფექტურად წარმართონ. ასევე, ეს მასალა ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის და იგი ვებგვერდზე - maps.tbilisi.gov.ge განთავსდება. გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოში მსგავსი გადაღებები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. საჰაერო გადაღებები 2014 წლის ბოლოს აწარმოეს, ხოლო მსგავსი ხარისხის აეროგადაღება პირველად ხორციელდება. იგი სხვა ამოცანებთან ერთად, ქალაქის განაშენიანების კონტურის დაზუსტებას ისახავს მიზნად.
(NS)
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)