12:34 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-26 14:34:41, 1385 ნახვა

საზოგადოება
მეტროსადგურ „ნაძალადევში“ ვაგონი მწყობრიდან გამოვიდა

მეტროსადგურ "ნაძალადევში" ტექნიკური შეფერხების გამო, მატარებლების მიმოსვლა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეფერხებით მიმდინარეობდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" მეტროპოლიტენში განუცხადეს, ამ ეტაპზე მატარებლები ჩველ რეჟიმში აგრძელებენ მოძრაობას. 

"ნაძალადევში გვქონდა პრობლემა. მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთი ვაგონი გამოვიდა მწყობრიდან, ამიტომ მატარებელმა მოძრაობა ვერ გააგრძელა. მისი მგზავრებისგან დაცლა მოხდა. დაგვჭირდა ძაბვის მოხსნა, რომ ჩიხში გადაგვეყვანა და 6-7 წუთის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებული იყო. ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია", - აცხადებენ მეტროპოლიტენში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics