|
2019-06-25 18:09:37, 1055 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაღების 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის
თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის 2 550 აღმზრდელი პირველადი გადაუდებელი დახმარების კურსს გადის. ტრენინგებს, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აითი ნოლიჯი“ ატარებს. სასწავლო კურსი იმ ცოდნის მიწოდებას ითვალისწინებს, რაც ბავშვთან კონტაქტში მყოფი პერსონალისთვის შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების მისვლამდეა აუცილებელი, მათ შორის, არის ტრავმა, სისხლდენა, გონების დაკარგვა, ხელოვნური სუნთქვა და სხვა გადაუდებელი ღონისძიებები. ტრენინგის მონაწილე ერთ-ერთ ჯგუფს დღეს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე შეხვდა. მისი განცხადებით, ბაგა-ბაღის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან, უნდა ფლობდეს ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს განსაკუთრებულ შემთხვევებში. პირველადი სამედიცინო დახმარების კუთხით აღმზრდელების გადამზადება ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დასრულდება და ყველა მსმენელს კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა.
(NS)
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)