00:49 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 15:27:42, 2298 ნახვა

ეკონომიკა
აშშ-ს საელჩო უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უცხოეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. საელჩოს ოფიციალურ twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით, აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა უცხოელებს შვებულების საქართველოში გატარებას ურჩევს. 

Twitter-ის გვერდზე აშშ-ის საელჩომ ასევე გამოაქვეყნა ამერიკელი დიპლომატის, ერინ ჯარეტის პოსტიც.

"საქართველომ ნამდვილად დაიპყრო ჩემი გული. მე ყველა ჩემს მეგობარსა და ოჯახის წევრს ვურჩევდი, რომ #გაეტარებინათ თავიანთი ზაფხული საქართველოში - და ისინი უკვე აქ არიან! ჩვენ საქართველოში ძალიან ბევრ სტუმარს ვუმასპინძლეთ, მათ შორის ჩემი მშობლების ჩათვლი, რომლებმაც უკვე დააგემოვნეს ქართული ტრადიციული კერძები და გაეცნენ სუფრის ტრადიციებს კახეთში. 

საქართველოს უმდიდრესი ისტორიული და კულტურული წარსული აქვს, მაგრამ მე უფრო მეტად ველოდები იმას, თუ რას მოიტანს მომავალი. საოცრად შთაგონებული და მოტივირებული ვარ იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუწყონ საქართველოს განვითარებას" - წერს ჯარეტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics