09:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-02 19:17:02, 587 ნახვა

საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის რეკონსტრუქცია მოხდა

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დამწვარი შენობის რეკონსტრუქცია მოხდა. თევდორე მღვდლის ჩიხში #5-ში 2012  წელს ხანძარი მოხდა, რის შედეგადაც აღნიშნული მისამართის ამხანაგობამ გამგეობას განცხადებით მიმართა. მათ სურდათ შენობას გამაგრებითი სამუშაობი ჩატარებოდა.  

როგორც "ექსპრესნიუსს" დიდუბის გამგეობიდან აცნობეს,განცხადებას თან ახლდა მოსახლეობის 2/3-ის ხელმოწერა შენობის გამაგრების თაობაზე. 

"ამხანაგობამ თავისი პასუხისმგებლობით აირჩია შემსრულებელი ორგანიზაცია და გააკეთა პროექტი.
პროექტით დადგინდა შენობის გამაგრების ხარჯთაღრიცხვა. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიამ შეაფასა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ხარისხი და მხოლოდ ამის შემდგომ გამგეობამ დააფინანსა შესრულებული სამუშაოების 85%, ხოლო დანარჩენი მოსახლეობამ გადაიხადა.
თევდორე მღვდლის ჩიხის 1. N5 არ წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და აქედან გამომდინარე მოსახლეობას შეუძლია თავისი სურვილის შესაბამისად ჩაუტაროს რეაბილიტაცია."- ნათქვამია გამგეობის განცხადებაში.

სოციალურ ქსელში, რებილიტირებულმა შენობამ, მოქალაქეთა ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics