|
2019-06-23 12:19:47, 1407 ნახვა
საზოგადოება
ნინო კასრაძე რობერტ სტურუას: საქართველო იყო, არის და იქნება!
მსახიობი ნინო კასრაზე რეჟისორ რობერტ სტურუას პასუხობს, რომელმაც Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ "ბორტმა სულმა იმარჯვა და საქართველო აღარ არსებობს". კასრაძე წერს, რომ ახალი საქართველო სწორედ ახლა ყალიბდება. „ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ არც სოციალურ ქსელში ვარ და არასოდეს არც ერთ თემაზე საჯაროდ კომენტარს არ ვაკეთებ.... მაგრამ დღეს (ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების კონტექსტში) არაფრით არ შემიძლია გავჩერდე და ჩემი აზრი არ გამოვთქვა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის,რობერტ სტურუას ფეისბუქ პოსტთან დაკავშირებით... მესმის,რომ ყველას თავისი აზრი გააჩნია,მესმის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება უზენაესია,ჰოდა,ვსარგებლობ ამ უზენაესი უფლებით... ბატონო რობერტ,გუშინ და გუშინწინ რუსთაველზე ახალგაზრდები იდგნენ,სტუდენტები, თინეიჯერები,ჩემი სალომეს და თქვენი ელენეს თანატოლები.ზუსტად ისინი, ვინც ხვალ ის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება უნდა დააკომპლექტოს,რომელზეც ყველა ვოცნებობთ.მეც ჩემს შვილებთან ვიდექი, აბა, მარტო ხომ არ დავტოვებდი, ანდა ხომ არ ვაიძულებდი სახლში დარჩენას?! ანდა რა უნდა მეთქვა, პროტესტი რატომ გაგიჩნდათ,მოგეჩვენათ ეს ყველაფერი-თქო?! მე იქ ბოროტი სული არ მინახავს, არც ნაცისტების ზეიმი მინახავს,ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო აღარ არის... პირიქით, ახალი საქართველო ახლა იბადება-უკომპრომისო,პატრიოტი და, სამწუხაროდ, ზოგი ცალთვალა... ოცდახუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში, სიყვარულითა და აღტაცებით სავსე ურთიერთობის მანძილზე, პირველად გამიჩნდა გადაულახავი სურვილი გამოვთქვა პროტესტი.პროტესტი თქვენი პოზიციის მიმართ, რომ თითქოს “საქართველო აღარ არის”! საქართველო იყო, არის და იქნება!!!!“ - წერს ნინო კასრაძე.
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)