|
2019-06-21 23:45:28, 1183 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვები უნდა შეგვეყვანა ქაშვეთის ეკლესიაში და მამაომ კარები მოგვიხურა“ - გუშინდელი აქციის მონაწილე
გუშინდელი აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ვახტანგ ჯაბანაშვილის განცხადებით, სპეცრაზმის მიერ გაზის გაშვების შემდეგ, მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს, სასულიერო პირებმა ქაშვეთის ტაძარში შესვლის საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ჯაბანაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს: „ქაშვეთის ეკლესიაში ვინმემ თუ იცით ვინარიან მანდ ან მამაო ან დედაო?გაზი რო გაუშვეს გოგოები და ბავშვები იყვნენ, უნდა შეგვეყვანა და კარები დახურეს, აქ რას შემოდიხართო, გადახედვა უნდა სასწრაფოდ ეკლესიებს, ვინები ბოგინობენ და რა ხალხი მოღვაწეობს იქ,საკუთარი სახლები ჰგონიათ მგონი მაგათ“, - წერს ვახტანგ ჯაბანაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით, საავადმყოფოებში 55 პაციენტი რჩება. მათგან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამასთან, პოლიციამ გუშინ აქციის 305 მონაწილე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)