22:39 - 13 Aug, 2026
|
2019-06-21 22:24:37, 1015 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან, აქციის რამდენიმე მონაწილის 9 აპრილის მემორიალზე ასვლას დაპირისპირება მოჰყვა
რუსთაველის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება აქციის რამდენიმე მონაწილის 9 აპრილის მემორიალზე ასვლას მოჰყვა. რამდენიმე მოქალაქე მემორიალაზე იყო ასული და ბანერი გადმოფინეს. თუმცა, მემორიალთან მდგომმა აქციის რამდენიმე მონაწილემ ამ ფაქტზე პროტესტი გამოთქვა. მათ მოითხოვეს, რომ ახალგაზრდები მემორიალიდან ჩამოსულიყვნენ, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა. თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე აქცია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. საავტომობილო მოძრაობა კი გადაკეტილია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)