|
2019-06-21 21:55:43, 1089 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები გახარიას დაკავებულების გასათავისუფლებლად ვადას 12:00 საათამდე აძლევენ
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მშვიდ ვითარებაში გრძელდება. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები მიმართავენ. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, აქციები იქამდე გაგრძელდება, სანამ თანამდებობას შსს მინისტრი, გიორგი გახარია არ დატოვებს. მისივე თქმით, ხვალ აქციას ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობა შემოუერთდება. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შემოუერთდნენ. „ჩვენ აქ ვდგავართ იმისათვის, რომ რუსულმა ჩექმამ აღარ შემოაბიჯოს. ვგდავართ თქვენი და ჩვენი ოჯახებისთვის“, - აცხადებს აქციის მონაწილე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები შსს 12:00 საათამდე აძლევენ ვადას იმისათვის, რომ უწყებამ გუშინ რუსთაველზე დაკავებული მოქალაქეები გაათავისუფლოს. „არ დავიშლებით, სანამ გახარია არ გაათავისუფლებს ჩვენ მოქალაქეებს და არ დატოვებს თანამდებობას“, - აცხადებენ ისინი. ამასთან, მოქალაქეები პერიოდულად სკანდირებენ „გაუმარჯოს საქართველოს“, „არა ოკუპაციას“ და უცენზური სიტყვებით მოიხსენიებენ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. მოქალაქეებს ბანერები აქვთ მიტანილი. აქციაზე რამდენჯერმე საქართველოს ჰიმნი შესრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)