|
2019-06-21 21:11:00, 1173 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრი მედვედევი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
რუსეთის პრემიერ-მინსიტრი დიმიტრი მედვედევი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეხმაურება. როგოროც მედვედევმა აღნიშნა, ზურაბიშვილის განცხადება არაპროფესიონალურია. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში მოვლენების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ მოიპოვა ან გამიზნულად, ფაქტების ინტერპრეტირებას ახდენს. „ეს არის მცედლობა, ყველაფერი რუსეთს დააბრალო. ყველაფერი გამოიყურება ისე, თითქოს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, რეალური სიტუაციის ინტერპრეტაცია მოახდინოს. ის ან საკითხში არ გაერკვია, ან გამიზნულად ცვლის რეალურ ფაქტებს. ძალიან სამწუხაროა სალომე ზურაბიშვილისგან მსგავსი რიტორიკის მოსმენა“, - განაცხადა მედვედევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობის გაღვივების შესახებ რუს ტურისტებს გააფრთხილებს. მისივე თქმით, ამის შემდეგ საქართველოში რეალური პრობლემები დაიწყება. მედვედევის შეფასებით, საქართველოში არსებული ვითარება რადიკალურ ოპოზიციას უკავშირდება. მისივე განცხადებით, თბილისში მიმდინარე პროტესტები მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური სისტემა ჩამოიშალოს. „ამიტომ, ყველა ამ მოვლენას თან სდევს პოლიტიკური ჯამბაზების მიერ გაკეთებული კომენტარები, როგორიც მაგალითად, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც შექმნილ პროცესში მალევე ჩაერთო“, - განაცხადა მედვედევმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ქართული საზოგადოება შექმნილ ვითარებაში გაერკვევა. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქართული საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება რუსეთის ინტერესებშია.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)