|
2019-06-21 03:10:07, 943 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველზე შეტაკებები გრძელდება - სპეცრაზმი მოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდებს
რუსთაველის გამზირზე შეტაკებები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან დაბრუნება სცადეს, სადაც სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ. სპეცრაზმმა მოქალაქეების მისამართით კვლავ ცრემლსადენი ყუმბარები ისროლა. ამასთან, დემონტრანტები გააფრთხილეს, რომ თუ არ დაიშლებიან მათ წინააღმდეგ „კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება“. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან თბილისისკენ პოლიციის დამატებითი ძალები მოემართებიან. შეგახსენებთ, სპეცრაზმთან დაპირისპირების შემდეგ 100-მდე მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის სამართალდამცველები და მედიის წარმომადგენლებიც არიან. ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, აქციის სამ მონაწილეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)