|
2019-06-20 18:16:42, 947 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება საზღვარგარეთ საქართველოს ელჩების გადადგომას უარყოფს
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა რუმინეთის და პოლონეთის ელჩების გადადგომის შესახებ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. კონსტანტინიდმა ყველას მოუწოდა, დეზინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ. "გაიჟღერა ინფორმაციამ, მათ შორის სოციალურ ქსელებში, რომ საქართველოს პოლონეთისა და რუმინეთის ელჩებმა განვითარებული მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვეს. ეს დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ისე საკონსულო სამსახურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მინიჭებულ საქმიანობას. მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის პროვოკაციული ინფორმაციის გავრცელებისგან", - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ესწრებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა.მომხდარმა ოპოზიციისა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია, რის გამოც ასამბლეა შეწყდა. ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად საზღვარგარეთ საქართველოს ელჩები თანამდებობებს ტოვებდნენ, თუმცა აღნიშნული საგარეო უწყებამ არ დაადასტურა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)