|
2019-06-20 14:55:49, 886 ნახვა
საზოგადოება
„რადისონთან“ ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიასთან, რუსი დეპუტატების ვიზიტს აპროტესტებენ, შენობას კვერცხები დაუშინეს. როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მანამდე კიდევ ერთ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. კერძოდ, აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებით, აქციის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს და გარკვეულმა პარტიებმა ის სათავისოდ არ უნდა გამოიყენონ. მან ადგილი უკვე დატოვა, თუმცა წასვლამდე განაცხადა, რომ აქციას უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "სირცხვილია", "სლავა უკრაინა" და "პუტინ ხ..ლო". ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)