|
2019-06-20 14:30:17, 1115 ნახვა
პოლიტიკა
გავრილოვი: რადიკალებმა სხდომა შეგვაწყვეტინეს - საქართველო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა
ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატი, რომელიც თბილისში მართლმადიდებლური სამარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში იმყოფება, ქართველ ოპოზიციონერებს რადიკალებს უწოდებს, - ამის შესახებ გავრილოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა. როგორც გავრილოვმა აღნიშნა, "რადიკალებმა მას დოკუმენტების წართმევა სცადეს და წყალი შეასხეს". "საქართველოს პარლამენტის შენობას დაცვის თანხლებით ვტოვებთ. რადიკალებმა შენობას ალყა შემოარტყეს. საქართველოს და რუსეთს ძმური, მართლმადიდებლური ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს და რუსეთის ყველა მოლაპარაკება, რომელიც ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებს შეეხება, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ახლა ასამბლეის წევრები განვიხილავთ, როგორც გავაგრძელოთ სესია, რადგან ამ ეტაპზე ის აღარ მიმდინარეობს", - განაცხადა გავრილოვმა. შეგახსენებთ, თბილისში მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეა იმართებოდა, რომელსაც ანტიქარტული რიტორიკის მქონე რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვიც ესწრებოდა. ასამბლეა გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. აღნიშნულმა ფაქტმა ქართულ საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია. მოქალაქეებმა ყოფილ პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართეს და რუსი დეპუტატები სირცხვილის კორიდორში გაატარეს. დღეს ასამბლეამ პარლამენტში გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მას ხსენებული გავრილოვი უძღვებოდა. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის სავარძელიც დაიკავა. ამან "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" გაღიზიანება გამოიწვია. მათ გავრილოვის მიერ სხდომის ჩატარება გააპროტესტეს, რის შემდეგაც ასამბლეა შეწყდა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)