00:34 - 14 Aug, 2026
|
2019-06-19 18:54:37, 1218 ნახვა
საზოგადოება
„რუსეთის წილხვედრი ქვეყანა“ - მოქალაქეები ანტიქართული განწყობის მქონე დეპუტატის ვიზიტს აპროტესტებენ
სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან ანტიქართული განწყობის მქონე რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, გავრილოვი რუსეთის დუმის დეპუტატია და ის აფხაზეთის ომში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. მათ ადგილზე ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "რუსეთის წილხვედრი ქვეყანა", "სირცხვილი მთავრობას", "გავრილოვი КГБ-შნიკია", "რუსეთი კლავს". აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მომიტინგეებმა შენობაში შესასვლელი კარის პიკეტირება მოახდინეს და ავტომობილებს მოძრაობის საშუალებას არ აძლევენ. აქცია "რუსეთი ოკუპანტიას" მიერ არის ორგანიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)