|
2019-06-19 18:28:11, 1252 ნახვა
საზოგადოება
„ნუ გეი-ნაზები და არ გეი-ლახები“ - ვასაძის თანამოაზრეები „თბილისი პრაიდის“ ოფისთან აქციას მართავენ
ბიზნესმენ ლევან ვასაძისა და „საზოგადოება ზნეობის“ წევრის გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეები იმ შენობასთან არიან შეკრებილები, სადაც მათი ინფორმაციით, „თბილისი პრაიდის“ ოფისი მდებარეობს. აქციის მონაწილეები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ, მათი თქმით, ისინი ლგბტქ თემს „თბილისი პრაიდის“ გამართვის უფლებას არ მისცემენ. ჰომოფობიურად განწყობილ მოქალაქეებს ადგილზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერები აქვთ მიტანილი, მაგალითად: „ნუ გეი-ნაზები და არ გეი-ლახები“, „მამაკაცს არასდროს ერქმევა ცოლი“ და სხვა. აქციაში 50-მდე ადამიანი, მათ შორის, სასულიერო პირები მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეების ნაწილი, ჟურნალისტების მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილი ადგილზე ათობით სამართალდამცავია მობილიზებული. ცნობისთვის, დღეს „თბილისი პრაიდის“ ორ ორგანიზატორს სიცოცხლის მოსპობის შემცველი შეტყობინებიბი გაუგზავნეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)