|
2015-07-02 14:25:53, 494 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს კიდევ ერთხელ ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს წლის ბოლოს უკვე მეორედ ეწვევა. ამის შესახებ ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. თურქმენეთის პრეზიდენტმა ქართველი კოლეგა თურქმენეთის სახელმწიფოს მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. „ეს არის საპასუხო ვიზიტი ჩვენი ვიზიტისა თურქმენეთში და ჩვენ ასევე, ჩავალთ მალე, წლის ბოლოს კიდევ ერთხელ თურქმენეთში და ინტენსივობა ჩვეს შორის ვიზიტებისა და ურთიერთობის, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ დინამიკას, რაც ორი მეგობარ ქვეყანას შორის, ქართველებსა და თურქმენებს შორის ახლა კიდევ უფრო დიდი იმპულსით და ინტენსივობით მიმდინარეობს.განსაკუთრებული აქცენტი დაეთმო საქართველოსა და თურქმენეთს შორის მიმდინარე ინტენსიური თანამშრომლობების გაღრმავებას რიგი მიმართულებებით“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში 14-15 დეკემბერს იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)