02:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-19 14:28:27, 1193 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოში 1 წლის ანგარიში წარადგინა

აჭარის ახალი კონსტიტუციის თანახმად, მთავრობა უმაღლეს საბჭოს პირველად აბარებს ანგარიშს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხებზე. აქცენტი გააკეთა  მიღწევებზე და არსებულ  გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ტარდება კომპლექსური ღონისძიებები ამ გამოწვევების გადასაჭრელად.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა ემსახურება აჭარის მდგრად და უსაფრთხო განვითარებას, მოსახლეობის ცხოვრების დონის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას, მასშტაბური ინფრასტრუქტურული თუ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარებას  და  სოციალური სერვისების დახვეწასა და ხელმისაწვდომობას.

,,მაშინ, როცა უმაღლესმა საბჭომ გამოგვიცხადა ნდობა, ჩვენს მთავარ ორიენტირად დავისახეთ ადამიანი და მის საჭიროებებზე ზრუნვა.

არასრული ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით დაგვეწყო მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამი ქალაქის მშენებლობა.

დაახლოებით 6 თვე დაგვჭირდა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის საფუძველზე  მიგვეღო დადებითი გადაწყვეტილება ე.წ. მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, რითაც ათასობით ბავშვის და მათი ოჯახების საცხოვრებლის პრობლემა მოგვარდება. ამ პროცესში ჩართულია, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

მნიშვნელოვან ორიენტირად დავისახეთ ბიზნესის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, რის საფუძველზეც ქობულეთში დავიწყეთ უმსხვილესი საინვესტიციო პროექტის განხორციელება.  ეს გახლავთ მწვანე ქალაქი-ქალაქში.  უმსხვილესი, ნახევარ მილიარდიანი ევროპული ინვესტიცია შექმნის სამუშაო ადგილებს რეგიონში. ამასთან, ეს იქნება ყველაზე დიდი გამაჯანსაღებელი ცენტრი ევროპაში.

ასევე, მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი არის განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა აჭარაში, რომელიც კიდევ ერთხელ ასახავს ჩვენს გაცხადებულ პრიორიტეტს - განათლებას და ახალგაზრდობას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics