|
2019-06-19 12:57:31, 997 ნახვა
საზოგადოება
„თუ ექსტრემისტი ლგბტ თემი პრაიდს ჩაატარებს, ჩვენ მოვახდენთ თვითორგანიზებას“ - ვასაძის ადვოკატი აჯანყებით იმუქრება
ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეები "თბილისი პრაიდის" გამართვის გამო, აჯანყებით იმუქრებიან. როგორც ვასაძის მხარდამჭერების ადვოკატმა დავით ცინცქილაძემ განაცხადა, ისინი „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ თვითორგანიზებას მოახდენენ და ლგბტ თემს ღირსების მარშის ჩატარების უფლებას არ მისცემენ. "მოვუწოდებ, ექსტრემისტ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, მოძალადე მამათმავლებს, ლესბოსელებს, მამაძაღლებს და უკუღმართებს, რომ მსგავსი სახის პარადის, პრაიდის, აღლუმის და გალა კონცერტების ჩატარება არ განახორციელონ. თუ ისინი მაინც შეეცდებიან მსგავსი სახის აქციის მოწყობას, მაშინ ჩვენ, ქართველი ხალხი მოვახდენთ თვითორიგანიზებას იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც ისინი დააპირებენ გარყვნილების პროპაგანდირებას. ქართველი ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, თუ მის ინტერესებს, მის უფლებებს არ იცავს სახელმწიფო, მოახდინოს არა მხოლოდ თვითორგანიზება, განახორციელოს აჯანყებაც კი“, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)