|
2019-06-19 12:26:42, 5236 ნახვა
საზოგადოება
ამ დრომდე ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს
დასრულებული, თუმცა ექსპლოატაციაში მიუღებელი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობებისთვის თბილისის მერია ამნისტიას აცხადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ექსპლუატაციაში შევა ყველა შენობა-ნაგებობა, რომელსაც სამშენებლო დარღვევები 2019 წლის 16 მაისის მდგომარეობით უფიქსირდებოდა, თუმცა აქვე განსაზღვრულია გამონაკლისებიც. „ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, თუმცა შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც ფიზიკურად უკვე შეუძლებელია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, თბილისში 600-ზე მეტი ასეთი ობიექტია. „ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან ამ საცხოვრებელი ფართების ფასი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით ძალიან დაბალია“, - აღნიშნა თბილისის მერმა. მისივე თქმით, სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)