01:32 - 14 Aug, 2026
|
2019-06-18 17:14:20, 1488 ნახვა
საზოგადოება
შსს ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს. უწყება სააგენტოებს მოუწოდებს, 19 ივნისს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რ-ნი სოფ. მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 30 ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას მოერიდონ. „მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - აცხადებენ უწყებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)