|
2019-06-18 13:17:33, 1036 ნახვა
საზოგადოება
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მოსალოცი წმინდა ადგილების სიაში შეიტანს
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური ტურიზმის წასახალისებლად მოსანახულებელი ადგილების სიაში საქართველოს წმინდა ადგილებს შეიტანს -აღნიშნული განცხადება ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი მასპინძელი ქვეყნის ეკლესიის წინამძღოლთან შეხვედრით დაასრულა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პატრიარქმა ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ნეოფიტმა ხაზგასმით აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ღვაწლი და განაცხადა, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მართლმადიდებელი სამყაროში გამორჩეული ფიგურაა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)