|
2019-06-17 23:03:18, 1164 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რელიგიური კონტექსტით აგრესია და სიძულვილი მიუღებელია
„აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით და ასეთი სარჩულით", - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, ხელისუფლების როლი და ფუნქციაა კანონის უზრუნველყოფა და ეს ფუნქცია შესრულებული იქნება. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ვითარების გამძაფრება. „სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენს საზოგადოებაში სიმშვიდე და არ იქნება დაშვებული კანონის დარღვევა არავითარი ფორმით. აგრესია, სიძულვილი არის ის, რის წინააღმდეგაც უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება, კანონით განსაზღვრული ფორმებით",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. "რაც შეეხება სამართლებრივ კვალიფიკაციას. ეს არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. დაველოდოთ მათ შეფასებას და ამის შემდეგ შეგვიძლია, გავაკეთოთ დამატებითი კომენტარები",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)