|
2019-06-17 14:47:09, 1152 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადად, მთავრობაში ცვლილებები პრიორიტეტული საკითხია. „ჯერ კიდევ ფინანსთან მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვგებულობდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია - ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ სამთავრობო გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი“, აღნიშნა პრემიერმა.
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
პროკურატურა: 21.5 მილიონი ლარის გათეთრების სქემა გამოვლინდა
პაპუაშვილი - რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას, თუ ქვეყანას ძირითად უფლებებს ართმევენ?
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)