|
2019-06-17 13:24:39, 1452 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი!“ - ათონელის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები კარტოფილის ტომრებით მივიდნენ
"გადადგეს საქართველოს პრეზიდენტი!" - ამ მოთხოვნით ათონელის რეზიდენციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციას ორგანიზაცია "ერთად სახლში" მართავს. აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარტოფილით სავსე ტომრები აქვთ მიტანილი. როგორც ორგანიზატორები აცხადდებენ, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე კარტოფილზე და ბოსტნეულზე ნაყიდი ხმებით მოხვდა. მათივე თქმით, აქციას ქართველი ემიგრანტები აფინანსებენ. „ემიგრანტები თვლიან, რომ ის არის თვითმარქვია პრეზიდენტი და კარტოფილი ასოცირდება ზუსტად მის ხელისუფლებაში მოსვლასთან, ამიტომ სიმბოლურად გამოვიყენეთ კარტოფილი, თუმცა, ისინი არიგებდნენ შეშას, ფქვილს, ხახვს... სიმბოლურად ყველას დაურიგდება კარტოფილი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გადადგება მისი დაკავებული პოსტიდან სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სალომე ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)