12:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-16 21:18:23, 1302 ნახვა

პოლიტიკა
ნეოფაშისტური დაჯგუფების ლიდერი ლევან ვასაძე ადამიანის მკვლელობაზე საუბრობს

"დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, შესწირონ რომელიმე უბედური, არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და დაგვაბრალონ ჩვენ, – ამის შესახებ ნეოფაშისტურმა დაჯგუფებების ლიდერმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა.

„დღეს დილას ჩვენი უშიშროების ოფიცრებმა შემატყობინეს, რომ გლობალისტები ძალიან მაგრად მუშაობენ, რომ ჩვენ შეგვარცხვინონ, გამოგვაჩინონ გიჟებად, ფანატიკოსებად და ფაშისტებად. დაგეგმილია კაცის მკვლელობა იქით მხარეს, ზვარაკად უნდათ, რომ შესწირონ რომელიმე უბედური, არასამთავრობოს წევრი ან მამათმავალი და დაგვაბრალონ ჩვენ. კატეგორიულად ვაცხადებ, ყველა, ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, არის მტერი ჩვენი, საქართველოსი და მასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. თუ მაინცდამაინც მათ უნდათ, რომ ეს მოხდეს, ჯვარი გვწერია ყველას, მაგრამ აქ ვარ რვა შვილის მამა, მე მესროლონ ის ტყვია და ნურავის იმ გარყვნილი ადამიანებიდან ნუ შესწირავენ ზვარაკად ამ საშინელ დღეებს“,- განაცხადა ლევან ვასაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics