|
2019-06-16 20:56:01, 1127 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ვასაძემ სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დაანონსა
ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თავის ორგანიზებულ "ნამდვილ კაცთა" აქციაზე სახალხო რაზმების ორგანიზება და ლეგიონის შექმნა დაანონსა. მისი თქმით, ლეგიონის მუშაობის ფორმა იქნება მშვიდი, იარაღის გარეშე. მაგრამ თავადვე ამბობს, რომ ნებისმერ კორდონს გაარღვევენ. "რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი. ყველა,ს ვისაც უნდა, რომ იგინოს, იფურთხოს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია, წავიდეს აქედან, იმის ადგილი აქ არ არის" - ამბობს ვასაძე. ბიზნესმენის თქმით, "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში. "გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - თქვა ვასაძემ.
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)