|
2019-06-15 19:10:31, 1580 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნაყინის ფესტივალი მიმდინარეობს. ღონისძიება, რომელიც ორდღიანია, დღეს, 21:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი, სტუმრებს 15:00-დან 21:00 საათამდე ელოდება. ფესტივალის ფარგლებში, ეწყობა თეატრალიზებული სანახაობა, სტუმრების განწყობაზე ანიმაციური გმირები, ოჩო ფეხები, ქუჩის თეატრი, მიმები და ანიმატორები ზრუნავენ, რომლებიც სხვადასხვა გასართობ აქტივობაში გამარჯვებულებს ნაყინით აჯილდოვებენ. ფესტივალზე ნაყინის დამზადების მასტერკლასები და შეჯიბრებები, მეცნიერული ნაყინის დამზადებისა და ნაყინის კოქტეილების სანახაობებიც ტარდება, რომლის დაგემოვნება ყველა დამთვალიერებლისთვის სრულიად უფასოა. ნაყინის ფესტივალზე წარმოდგენილია 15 მონაწილე კომპანია, 25-მდე სახეობის ნაყინი და გასართობი შოუ-პროგრამა. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, ნაყინის ფესტივალი წელს პირველად იმართება და მას ყოველწლიური სახე ექნება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)