|
2019-06-15 13:16:18, 1945 ნახვა
საზოგადოება
ლევან ვასაძე თანამოაზრეებს ვერის პარკში იწვევს, რათა „პრაიდის“ ჩაშლის გეგმა შეიმუშაონ
ბიზნესმენი ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდთან“ და გუშინ, მთავრობის კანცელარიის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვას ავრცელებს. ვასაძე ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს ემუქრება და აცხადებს, რომ მოსახლეობა ქრისტიანული წესრიგის დარღვევას არ დაუშვებს. ამასთან, იგი მხარდამჭერეს ხვალ, 20:00 საათზე, ვერის პარკში მისვლისკენ მოუწოდებს, რათა „თბილისი პრაიდის“ ჩასაშლელად სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდნენ. „როდესაც სახელმწიფო უარს ამბობს თავისი ფუნქციების შესრულებაზე, ხალხი ნებისმიერი ქვეყნისა, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს მონა და იყოს ქვეყანა, იღებს თავის ხელში წესრიგს. ამ წესრიგის დასამყარებლად გეძახით ხვალ საღამოს“, - აცხადებს ლევან ვასაძე.
„ექსპრესნიუსის“ რედაქცია ლევან ვასაძის ჰომოფობიურ და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს ემიჯნება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)