23:15 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-15 12:04:08, 3175 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლის აკრძალვის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოების ნაწილმა ლგბტქ+ დროშა მაინც აღმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო დეპარტამენტის აკრძალვის მიუხედავად, აშშ-ის საელჩოების ნაწილმა ლგბტქ+ დროშა მაინც აღმართა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სახელმწიფო დეპარტამენტის აკრძალვას ამერიკელი დიპლომატების ნაწილი არ დაემორჩილა. კერძოდ, ისრაელში მდებარე ამრიკის საელჩო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ლგბტ თემის დროშა აღმართა. ამის შემდეგ თემის მხარდამჭერი დროშები აშშ-ის კიდევ 5-მა საელჩომ გამოფინა. ესენია: აშშ-ის საელჩო გერმანიაში, ბრაზილიაში, ლატვიაში, სამხრეთ კორეაში, ინდოეთსა და მონღოლეთში. 

მედიის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრ სახლზე, კაპიტოლიუმის შენობასა და აშშ-ის საელჩოებზე მხოლოდ ამერიკის დროშა უნდა ფრიალებდეს.  აღსანიშნავია, რომ პენსი ქრისტიანია, რომელიც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას არ ემხრობა. 

მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მისმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics