|
2019-06-15 00:32:21, 1353 ნახვა
საზოგადოება
იაკობ იაკობაშვილი (მეუფე იაკობი) - რა შუაშია კონსტიტუცია, შეიკრიბონ ინდოჩინეთში
არავინ სდევნის ლგბტ თემს, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, 16 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას მოწოდებით მიმართავს. იაკობმა ლგბტ თემის აქციაზე ოპოზიციონერი დეპუტატების მისვლას სამარცხვინო უწოდა „ერთი რამე იცოდეს ყველამ: არავის არ ჩავატარებთ მაგას. არავინ მაგათ არ სდევნის. ჩვენთან წინა მთავრობაში ძალიან ბევრი მინისტრი იყო მასეთი, თუმცა არავის არაფერი არ უთქვამს. რა შუაშია კონსტიტუცია, შეიკრიბონ ინდოჩინეთში. სამარცხვინოდ მოიქცნენ სამადაშვილი, ხოშტარია და თამარ კორძაია. მიხედონ თავიანთ ოჯახებს,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა. „ერი ნახავს, რა ტიპის მოწოდებასაც გავაჟღერებ. მე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ვარ. გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი ვარ და მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რაც საჭიროა ქართველი ერისთვის. არავისთან არ შევათანხმებ, მე თვითონ მივიღებ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)