|
2019-06-13 17:17:02, 1045 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე - 13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ 8 მილიონი ლარი დახარჯა
13 ივნისის სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ ჯამში 8 მილიონი ლარი დახარჯა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას განაცხადა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“ დედაქალაქის მხარდაჭერისთვის. „13 ივნისი არის ერთობის ერთგვარი სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო, მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, როგორი გაერთიანდა აბსოლუტურად ყველა, მიუხედავად ასაკისა. როდესაც 13 ივნისის დილა გათენდა და ვნახეთ, როგორ მდგომარეობაში იყო ჩვენი ქალაქი, ვფიქრობდით, რომ შეუძლებელი იქნებოდა მისი მოწესრიგება, თუმცა ერთად დგომამ, თანადგომამ ყველაფერი შეგვაძლებინა – დაწყებული ახალგაზრდებით, უწყებებით, ბიზნესსექტორის ჩართულობით. გვახსოვს, როგორი შემოწირულობები კეთდებოდა. არ შემიძლია, არ აღვნიშნო „ფონდი ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 8 მლნ გადმორიცხა, რათა მოწესრიგებული ყოფილიყო ინფრასტრუქტურა და კომპენსაციები მიეცათ დაზარალებულებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)