03:13 - 14 Aug, 2026
|
2019-06-13 17:00:14, 1036 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სინათლის ფესტივალი გაიმართება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და „ბოქს მედია ჯგუფს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ფესტივალების, სოციალური და საზოგადოებრივი ღონისძიებებისა და კინოჩვენებების ჩატარება. მემორანდუმის პირობების მიხედვით, ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ცნობილ სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. ფესტივალისთვის ბაღი გაფორმდება სხვადასხვა ტიპის განათებით, პროექციით, ლაზერებითა და მასშტაბური ინსტალაციებით. სინათლის ფესტივალი 5-6 ივლისს 19:00 საათიდან 01:00 საათამდე გაიმართება. პროექტის ორგანიზატორები არიან „ბოქს მედია ჯგუფი“ და საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, ხოლო მხარდამჭერია თბილისის მერია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)