11:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 10:45:41, 1135 ნახვა

პოლიტიკა
პიტერ დორანი: საქართველო არის და უნდა იყოს ნატო-ს შემდეგი წევრი ქვეყანა

ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა, - ამის შესახხებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა პიტერ დორანმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციის გახსნიშ შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, როდესაც ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, აშშ-ი თავისი პოლიტიკით მრავალი წლის განმავლობაში ძალიან თანმიმდევრულია. 

„დღეს გაჟღერებული მთავარი სათქმელიც, რომელსაც პირადად სრულად ვიზიარებ, ეს იყო - ნატო-ს გაფართოებაზე საუბრისას საქართველო არის და უნდა იყოს შემდეგი წევრი ქვეყანა. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა. საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური დისკუსიის საგანია, რაც ალიანსის შიგნით უნდა შედგეს და გულისხმობს ევროპელი მოკავშირეების - განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელი მოკავშირეების - აქტიურ ჩართულობას. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს წინააღმდეგობა დაძლევადია. საქართველო ნამდვილად მზადაა გაწევრიანებისთვის. ქვეყანამ ალიანსის ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა. მე, როგორც ამერიკელი მივიჩნევ, რომ პროგრესი იმედისმომცემია, რადგან საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა", - განაცხადა პიტერ დორანმა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics