|
2019-06-12 15:23:14, 1113 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის ეთიკის საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა
პარლმენტის ეთიკის საბჭომ პირველი სხდომა გამართა, რომელიც საორგანიზაციო საკითხების განხილვას დაეთმო. საბჭოს წევრებმა ეთიკის საბჭოს დებულებაში შესატან საკითხებზე და სხვადასხვა შესამუშავებელ დოკუმენტებზე იმსჯელეს. „დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორი უნდა იყოს ეთიკის საბჭოს დებულება და ის ძირითადი საკითხები, რომელიც დებულებაში დასაკონკრეტებელი გვაქვს. ასევე, შესამუშავებელია გარკვეული დოკუმენტების ფორმები, მათ შორის: საჩივრის ფორმა, სარეკომენდაციო ბარათის ფორმა, საჩუქრის რეგისტრაციის ფორმა და სხვა. ეთიკის საბჭოს დებულების და დოკუმენტების ფორმების შემუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება და ვფიქრობ, რომ სექტემბრის დასაწყისში საბჭო მზად იქნება სრულფასოვნად დაიწყოს მუშაობა", - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა, ირინე ფრუიძემ. პარლმენტის ეთიკის საბჭო საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მარტის დადგენილებით შეიქმნა. ეთიკის საბჭოს რაოდენობა განისაზღვრება 14 წევრით. საბჭოს წევრები არიან: ირინე ფრუიძე, ნინო წილოსანი, რუსლან გაჯიევი, კობა ლურსმანაშვილი, გენადი მარგველაშვილი, რატი იონათამიშვილი, რუსლან პოღოსიანი, ოთარ კახიძე, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე, მამუკა ჩიქოვანი, ემზარ კვიციანი, ეკა ბესელია და რამაზ ნიკოლაიშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)