|
2019-06-12 15:11:56, 2963 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში, ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 94-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ალექსეი ნავალნი დააკავეს
მოსკოვში Meduza-ს ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერ მსვლელობაზე 94-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე ჟურნალისტი და რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მეტროსადგურ „ჩისტიე პრუდისთან“ ასობით ადამიანი შეიკრიბა. თავდაპირველად პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა სამართალდამცველების მოწოდება არ გაითვალისწინეს, პოლიციელებმა აქციის მონაწილეთა ნაწილი მსვლელობის დაწყებამდე დააპატიმრეს, თუმცა დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეების თქმით, ძირითადად აკავებენ ისეთ მონაწილეებს, რომლებსაც ჟურნალისტ გოლუნოვის მხარდამჭერი მაისურები აცვიათ. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი და რუსული გვარდიის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)