|
2019-06-12 12:02:39, 740 ნახვა
საზოგადოება
მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. TV პირველთან საუბრისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელმოწერებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვებს. მისი განმარტებით, ხელმოწერების შეგროვების პროცესი მთელი ზაფხული გაგრძელდება და საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარედგინება. „დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობამ ჩემი უფლებები დაარღვია, საერთოდ ყურადაც ვერ მიიღეს ეს მოთხოვნა, მე რას ვითხოვ, არ არის სასამართლო, არ არის ხელისუფლება, არ არის პროკურატურა და მივმართე პარლამენტს, თქვენ მაინც როგორმე დამიდექით გვერდით და გავაგებინოთ საბოლოოდ ხალხს საქართველოში, რომ სახელმწიფოს აქვს ჩადენილი სასტიკი დანაშაული. მე ვითხოვ, გამეცით პასუხი, დასაჯეთ ის ადამიანები და აღიაროს სახელმწიფომ შეცდომა", - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)