|
2019-06-12 10:35:17, 1233 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება
ანაკლიის კონსორციუმს მთავრობა ვალდებულებებს გადაუვადებს და აღნიშნული საკითხი უახლოეს მთავრობის სხდომაზე განიხილება, და მე როგორც კი ჩამოვალ მომდევნო კვირას ჩვენ გვექნება მთავრობის სხდომა, მოხდება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, ანაკლიის პორტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გაგრძელდება დიალოგი და კომუნიკაცია, რათა კონსორციუმმა შეძლოს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტს მთავრობისგან სრული მხარდაჭერა აქვს და თუ ყველა შეასრულებს თავის ვალდებულებას, ეს პროექტი აუცილებლად შედგება. „ანაკლიის პორტს აქვს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. მე ბუნებრივია მქონდა შესაბამისი შეხვედრები. ქალაქ სიეტლში შევხვდი კომპანია "SSA Marine"-ს ხელმძღვანელობას, რომელიც არის კონსორციუმის მონაწილე და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი ამ პროექტში. ამ პროექტს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, როგორც მთავრობამ და ვასრულებთ ამ ვალდებულებებს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს, რომ მათ შეასრულო ვაკდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ საკითხს და ამავე დროს კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ თითოეული ჩვენთაგანი და რა თქმა უნდა კონსორციუმის მონაწილე წევრები უნდა იყვნენ ორიენტირებული კონკრეტულ შედეგზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)