11:37 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-11 21:36:48, 1167 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე - საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე უსაფრთხოების სფეროში დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა

უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის დონე დღეს უპრეცედენტო ნიშნულზეა,- ამის შესახებ საქართველოს პრეემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველო ამერიკის ერთგული პარტნიორია. 

"ჩვენმა მეგობრობამ დროის ქარტეხილებს გაუძლო, ხოლო ჩვენი კავშირები ბრძოლაში გამობრძმედილია. ავღანეთში ჩვენ გვერდში ვუდგავართ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ნატოს მოკავშირეებს, სადაც საქართველო არის ერთ-ერთი უმსხვილესი წვლილის შემტანი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მებრძოლთა რაოდენობის თვალსაზრისით. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ჩვენი საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საქართველოს თავსებადობა ნატოსთან იზრდება, ხოლო ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვის სფეროს - შედეგად, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"თავდაცვის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის, ასევე აშშ-საქართველოს სხვა ორმხრივი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიების დაცვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში", - აღნიშნა პრემიერმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics