|
2019-06-11 14:36:39, 963 ნახვა
პოლიტიკა
ჩუგოშვილი: საზოგადოებას აგრესიის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს არჩევნების შედეგებში გამოიხატება
„ძალიან მიხარია, ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ჩვენს საზოგადოებას ამ აგრესიის და სიძულვილის მიმართ მიმღებლობა არ აქვს და ეს გამოიხატება სწორედ არჩევნების შედეგებში, ალბათ ეს არის ყველაფრის პასუხი“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს. მისი თქმით, დღეს ოპოზიციის მხრიდან აგრესიის, სიძულვილის და ღვარძლის შემცველი განცხადებები გაკეთდა. „ერთადერთი, ქალბატონ თინა ბოკუჩავას მინდა ვუთხრა, რომ სხვა დროს, როდესაც გადაწყვეტს, რომ ჩემი ციტირება მოახდინოს, ეს სწორად გააკეთოს და თავის სიტყვებს მე ნუ მომაწერს, იმიტომ, რომ გვარები, რომლებიც მას ალბათ მხოლოდ სმენია, მე მათ ვიცნობ და შესაბამისად, მათი მითითებები არ მჭირდება ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში. ეს ისედაც მშვენივრად გამომდის“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)