|
2019-06-11 11:39:16, 2610 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკიმ თანამდებობიდან 13 გუბერნატორი გაათავისუფლა
უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 13 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერის, იულია მინდელის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ზელენსკი ეტაპობრივად ყველა გუბერნატორის შეცვლას აპირებს. „უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ყველა გუბერნატორის გათავისუფლება გადაწყვიტა, თუმცა მინისტრთა კაბინეტმა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 13 გუბერნატორის მოხსნა დაამტკიცა. ჩვენ არ ვიცით რა პრინციპით ინიშნებოდნენ გუბერნატორები, ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ყველა მათგანი მოიხსნება. ჩვენ ვაგრძელებთ ახალი სპეციალისტების ძებნას, რომლებიც შეძლებენ ამ თანამდებობების ჩაბარებას. შერჩევის კრიტერიუმები კარგად არის ცნობილი: ღირსება, პროფესიონალიზმი, კორუფციული კავშირების ნაკლებობა, სასურველია, რომ ასეთ ადამიანებს ჰქონდეთ იდეები ადგილობრივი გუნდის შესახებ. ჩვენ ამ საქმეში რამდენიმე საერთაშორისო HR კომპანია გვეხმარება“, - წერს იულია მინდელი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)