|
2019-06-11 10:45:07, 1121 ნახვა
პოლიტიკა
ქობულია: თუ მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც
„თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც“, - ამის შესახებ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „რუსთავი 2“-ს განუცხადა. როგორც ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლება ფრთხილად უნდა მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს. „თუ ჩვენ ძალიან მკაცრად დავდექით ანაკლიის მიმართ, ამავე დროს არ მივეცით ფოთის პორტს ნებართვა, ბოლო ბოლო შეიძლება ერთიც ჩაიშალოს და მეორეც. მე მგონია, რომ ეს არის ყველაზე ცუდის სცენარი, მაგრამ მე განვაცხადე ამ სცენარზე იმიტომ, რომ უნდა ფრთხილად ვიყოთ. უნდა გავიაზროთ ის, რომ არ მოვხვდეთ იმ სიტუაციაში, სადაც ასეთ ნეგატიურ შედეგს მივიღებთ. დღევანდელ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ბრძანების გაცემა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პოლიტიკურად სენსიტიური საკითხი იყო, მაგრამ, როგორ მოხდა ეს მე ამას ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ მე იქ არ ვიყავი. პოლიტიკურად ეს დამაზიანებელი იყო ეს გაუქმება მმართველი გუნდისთვის“, - გაანაცხადა გიორგი ქობულიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)